ცოტა ხნის წინ დასრულდა პრინციპულად მნიშვნელოვანი შეხვდრა, სადაც საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით, 16:7 იმარჯვეს და რაგბი ევროპის თასიც აღმართეს.
ზემოხსენებულ შეხვედრას რუსეთის გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ გამორჩეულ კომენტარებს:
- ჩვენებმა კარგად ითამაშეს, მომეწონა... და, ქართველები როგორ ნერვიულობდნენ..
- საქართველოს ნაკრებში ახალ სისხლთან დაკავშირებით დიდი ცვლილებებია. მოთამაშეთა თითქმის ნახევარი 21-წლამდე იყო. შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიოატზე "ბორჯღალოსნებს" ისეთი ძლიერი ნაკრები ეყოლებათ, ვიდრე არასდროს.
- ჩვენ ნაკლები გამოცდილება გვქონდა, ასევე, ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა. მიუხედავად ყველაფრისა, მოედანზე საკმაოდ ღირსეულად გამოვედით.
- ძალიან საინტერესო და დინამიკური შეხვედრა გამოვიდა. საფრანგეთისა და იტალიის დაპირისპირებაზე მეტად საინტერესო იყო.
- რუსეთის ნაკრებს წინ დიდი ნაბიჯი არ გადაუდგამს, თუმცა ესაა, რაცაა. საქართველომაც ძალიან ცუდად ითამაშა, ასეთი შეხვედრა დიდი ხანია, არ მინახავს.