ტაისონ ფიური - კონორის მარცხის მთავარი მიზეზი პრაქტიკის ნაკლებობაა

02 თებერვალი 2021

ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ, კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ფიური დაეთანხმა მაკგრეგორს იმაში, რომ ირლანდიელის მარცხი აქტიური სპორტიდან ჩამოშორებით და პრაქტიკის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

''მან თქვა, რომ მარცხის მთავარი მიზეზი პრაქტიკის ნაკლებობაა და ეს სიმართლეა. კონორს ჰქონდა ბრძოლა 2016 წელს, შემდეგ იყო ორწლიანი პაუზა, ამის შემდეგ ბრძოლა და მარცხი ხაბიბ ნურმაგომედოვთან. ამის შემდეგ კი მას პორიესთან ბრძოლა მოუწია და, ბუნებრივია, ამ მარცხის მთავარი მიზეზიც პრაქტიკის ნაკლებობაა. როცა ერთი კაცი ვარჯიშობს, მეორე კი დივანზე ისვენებს, ეს კარგი არ არის. ''პასიურობა კლავს კატას'' - განაცხადა ფიურიმ.


UFC 257-ის მთავარ ბრძოლაში დასტინ პირიემ კონორ მაკგრეგორი მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები