მომდევნო 7 ტურს "დინამო" კვლავ ბუდაპეშტში ჩაატარებს

31 იანვარი 2021

როგორც იცით, თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდი ევროპის 12 საუკეთესო კლუბს შორისაა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. 6-გუნდიან ჯგუფში, თბილისელები, 1 მოგებისა და 2 წაგების შემდეგ, მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

2020 წლის ბოლოს "დინამომ" ესპანურ "ბარსელონეტასთან" მატჩი - 5-17, ხოლო იტალიურ "ბრეშასთან" გამართული შეხვედრა 9-15 დათმო. თუმცა, ქართველებმა მონტენეგროს წარმომადგენელი, "იადრანი" 11-8 დაამარცხეს. თბილისელთაგან გოლები ბითაძემ (3), ელაჩამ (3), ვაპენსკიმ, ახვლედიანმა, ადეიშვილმა, ვასიჩმა და სარიჩმა მიითვალეს.

როგორც ცნობილია, მარტსა და აპრილში ჩასატარებელი დარჩენილი 7 ტურის მასპინძელი კვლავ უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი იქნება.

იხილეთ "დინამოს" განრიგი:

2 მარტი

ვასპო 99 ჰანოვერი - დინამო თბილისი

3 მარტი

დინამო თბილისი - ფერენცვაროში

4 მარტი

ბრეშა - დინამო თბილისი

5 მარტი

დინამო თბილისი - ბარსელონეტა

20 აპრილი

იადრანი - დინამო თბილისი

21 აპრილი

დინამო თბილისი - ვასპო 99 ჰანოვერი

22 აპრილი

ფერენცვაროში - დინამო თბილისი

ამ დაპირისპირებებში "დინამოს" სერბი მწვრთნელი, დეიან სტანოიევიჩი გაუძღვება. შეგახსენებთ, ჯგუფიდან პირველ 4 გასული გუნდები გადიან.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები