„ნეშვილმა“ ლავიოლეტა დაითხოვა

07 იანვარი 2020

„ნეშვილმა“ ლავიოლეტა დაითხოვა

 

„ნეშვილმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა პიტერ ლავიოლეტა.

სამწვრთნელო შტაბს ტოვებს ასევე კევინ მაკარტიც.

ამ მომენტისთვის „ნეშვილი“ NHL-ის დასავლეთ კონფერენციაში მე-11-ე ადგილს იკავებს, 41 გამართული მატჩის შემდეგ გააჩნია რა 45 ქულა.

55 წლის ლავიოლეტა „პრედატორსში“ 2014 წლიდან მუშაობდა. 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული პიტერის  ანგარიშზე 248 გამარჯვება გახლდათ.

2017 წელს ლავიოლეტამ „ნეშვილი“ სტენლის თასის ფინალში გაიყვანა, სადა 2:4 წააგო პიტსბურგთან.

2017/18 წლების სეზონში კი „პრედატორსმა“ პრეზიდენტის თასი მოიგო, ხოლო რეგულარულში 53-ჯერ  იმარჯვა.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები