ევროპისა და ძიუდოს მსოფლიო მასტერსის მოქმედი ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი მასტერსის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა.
-81 კგ. წონითით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი დოჰას ტატამიზე შესანიშნავად გაისარჯა და უპრესტიჟულესი ტურნირი ისე მოიგო, რომ არცერთი გდება არ გაუშვია.
ქალთა შორის, IJF-მა ფრანგი მძიმეწონოსანი, ასევე ტურნირის გამარჯვებული - რომან დიკო გამოარჩია, რომელიც 21 წლის ასაკში უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ გარდა პირველი ადგილისათვის განკუთვნილი პრიზისა, გამორჩეული ძიუდოისტები 2 000-ევროიანი დამატებითი ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.