ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში იასპარეზებენ

13 იანვარი 2021

Ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო მასტერსზე, მედლებისათვის ბრძოლას სამი ქართველი ძიუდოისტი აგრძელებს .

Ბრინჯაოს მედალს შეუტევს გასული წლის ცინდაოს მასტერსის ჩემპიონი - ლაშა ბექაური(-90 კგ). Მისი მეტოქე თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ჟგანკი იქნება .

Კარიერაში მესამე მასტერსის Ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება ასევე 90 კგ.-ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი. Მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი  _ნოელ ვან ტ'ენდი იქნება.

Მესამედ შეუტევს მასტერსის ოქროს  -100 კგ.-ში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი.  Მისი მეტოქე აზერბაიჯანის წარმომადგენელი  ზელიმ კოცოევი დაუპირისპირდება.

Ფინალური ბლოკი 17:00-ზე დაიწყება. Პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა სილქ უნივერსალის ეთერში იქნება შესაძლებელი .

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები