Ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

12 იანვარი 2021

ევროპის მოქმედი ჩემპიონი - Ტატო გრიგალაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო მასტერსის გამარჯვებულია. 

Გრიგალაშვილმა უნგრელ ატილა უნგვარის, იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს,  რუს ალან ხუბეცოვსა და კორეელ სუნგჰო ლის სძლია და ფინლში გავიდა.

Ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ტატოს მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე მტკივნეული ილეთით დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო ძიუდოს მსოფლიო მასტერსი.

Ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ბრინჯაოსა და ერთი ოქროს მედალი აქვს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები