ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

11 იანვარი 2021

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მას გულის პრობლემები ჰქონდა და გასულ თვეში, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, რომლის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. 

ხახალეიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

silksport.ge-ს გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები