დოჰას მასტერსი იწყება

10 იანვარი 2021

11 იანვარს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტს აიღებს ძიუდოს მსოფლიო მასტერსი, რომელშიც 70 ქვეყნის 400 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 

შეჯიბრების პირველ დღეს -48, -52, -57, -60, - 66 და -73 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იასპარეზებენ. -52 კგ-ში საქართველოს ღირსებას ტატიანა ლევიცკა-შუკვანი დაიცავს. -57 კგ,-ში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. -60 კგ-ში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება: მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე. ასევე ორი სპორტსმენი იასპარეზებს -66 კგ.-ში: ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.

შეჯიბრება 11 იანვარს, 13:00-ზე დაიწყება.შეხვედრებისათვის თვალ-ყურის დევნება Ippon.tv-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები