დონ ლარსენი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

03 იანვარი 2020

დონ ლარსენი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

დონ ლარსენი ფინალური სერიების ისტორიაში ე.წ. „იდეალური თამაშის“ ერთადერთი ავტორია.

ბეიზბოლში იდეალურ თამაშად ითვლება პიჩერული გამოსვლა, როდესაც ჩამწოდებელი მოაგებინებს გუნდს ისე, რომ თავის ბაზებზე არ გაუშვებს არც ერთ მოწინააღმდეგეს 9 ინინგის განმავლობაში, არც რანის, არც გარბენის და არც შეცდომის ხარჯზე.

ბეიზბოლის საუკენეზე მეტხნიან ისტორიაში, „იდეალური თამაშის“ სულ 23 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის უკანასკნელი 2012 წელს, „სიეტლის“ პიჩერის, ფელიქს ერნანდესის შესრულებით.

დონ ლარსენმა, ეს 1956 წლის ფინალურ სერიაში, ნიუ–იორკულ დერბიში, „იანკიზის“  შემადგენლობაში, „ბრუკლინის“ წინააღმდეგ მე–5 შეხვედრაში მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის გარდა, დონ ლარსენის კარიერა არაფრით გამორჩეული და საკმაოდ წარუმატებელი იყო. ლარსენმა კარიერა მოგება–წაგებების უარყოფითი ბალანსით – 81:91 წინააღმდეგ დაასრულა.

 

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები