დავით ხახალეიშვილის მადლობის წერილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს

02 დეკემბერი 2020

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის - დავით ხახალეიშვილის მადლობის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''ძვირფასო ბატონო მარიუს ვიზერ,

ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენ მიმართ. რთულ დროში, თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ, რომელთაც მე მორალური და ფინანსური დახმარება გამიწიეს. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, რადგანაც საქმე ჩემს სიცოცხლეს ეხება. რომ არა ფინანსური მხარდაჭერა, მე ვერ შევძლებდი მინსკში ოპერაციის გაკეთებას. დიდ მადლობას ვუხდი ძიუდოს ოჯახს.

ჩემი ოპერაცია დაგეგმილია დღეს, მინსკის რესპუბლიკური კარდიოლოგიის ცენტრში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მექნება შესაძლებლობა, რომ მადლობა პირადად გადაგიხადოთ.

სიყვარულით, დავით ხახალეიშვილი. 

ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი'' - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები