ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, ბარსელონას რიგებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

02 დეკემბერი 2020

2020/21  წლების სეზონის დაწყების შემდეგ, კატალოკატალონიის "ბარსელონას" რიგებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 სერჟი რობერტოს დაუდასტურდა. ფეხბურთელის დაბრუნებას მიმდინარე წლის განმავლობაში არ ვარაუდობენ.

"დღევანდელი PCR ტესტირების შემდეგ, პირველი გუნდის ფეხბურთელს, სერჟი რობერტოს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა. 

ის ახლა კარგ მდგომარეობაშია და გამოჯანმრთელებას სახლში, იზოლირებულ პირობებში აგრძელებს", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე.

სეზონის დაწყებამდე კორონავირუსი სამეულ უმტიტი, ჟან-კლერ ტოდიბომ და მირალემ პიანიჩმა გადაიტანეს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები