მარადონას შვილი 10-ნომრიანი მაისურების გაუქმებას ითხოვს

02 დეკემბერი 2020

მარადონას ერთ-ერთი ვაჟი, პელუსა Marca-სთან ინტერვიუში იმ გუნდებისადმი, სადაც დიეგო თამაშობდა, თხოვნას ავრცელებს.

როგორც იცით, ლეგენდარული არგენტინელი 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.

პელუსას სურს, რომ "ბოკა ხუნიორსმა", "ბარსელონამ", "ნაპოლიმ", "სევილიამ" და "ნიუელსმა" 10-ნომრიანი მაისურები გააუქმონ.

"გუნდებში, სადაც მამა თამაშობდა, 10 ნომრიანი მაისურები უნდა გააუქმონ... მათ შორის, "ბარსამაც", ეჭვგარეშეა.

თუმცა, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ და არ ვიცი, რეალურად რა მინდა რომ მოხდეს".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები