შესაძლოა, ჰოლანდმა ბორუსია დატოვოს

02 დეკემბერი 2020

ერლინგ ჰოლანდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ 2020 წლის "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოს მფლობელი გახდა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში განაგრძოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტობის 3 კანდიდატი ერლინგის აგენტს, მინო რაიოლას დაუკავშირდა.

იმ შემთხვევაში, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ნორვეგიელის შეძენა მოუნდებათ, 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

როგორც წყარო იუწყება, რაიოლა "ბლაუგრანას" ახალ პრეზიდენტთან მოლაპარაკებით ბედნიერი იქნება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები