კარლუშ კეირუშმა კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

02 დეკემბერი 2020

კარლუშ კეირუშმა კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება.

''კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაცია და მწვრთნელი, კარლუშ კეირუში კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ჩვენთვის პატივი იყო, რომ ის ჩვენს ნაკრებს თითქმის ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა. მადლობას ვუხდით მწვრთნელს იმ ცოდნისათვის, რაც მან ფეხბურთელებს გადასცა'' - ნათქვამია განცხადებაში.

67 წლის კარლუშ კეირუშმა გუნდი 2019 წლის თებერვალში ჩაიბარა ჩაიბარა. პორტუგალიელი სპეციალისტის თაოსნობით კოლუმბიამ 18 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 9 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 5 კი - დათმო. 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები