ლებრონი - ასე უბრალოდ, ჩვენ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვება შეგვიძლია

02 დეკემბერი 2020

ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ვარსკვლავმა - ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ მის გუნდს მომავალ სეზონში კიდევ შეუძლია ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

''ასე უბრალოდ, ჩვენ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვება შეგვიძლია.ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა, რომ დიდ წარმატებას კიდევ ერთხელ მივაღწიოთ. მთავარი, რასაკვირველია, ჯანმრთელობაა. სულ ცოტა იღბალიც დაგვჭირდება. გუნდი გაახალგაზრდავდა. ჩვენ ორი ახალგაზრდა მოთამაშე დავიმატეთ. ასევე უმაღლესი კლასის ცენტრი, პაუ გასოლი, რომლის წინააღმდეგაც ხშირად მითამაშია, როგორც NBA-ში, ისე - სანაკრებო დონეზე'' - განაცხადა ჯეიმსმა,

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები