იუვენტუსი სამუელ უმტიტისათვის იბრძოლებს

02 დეკემბერი 2020

 

კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი მცველი, სამუელ უმტიტი იტალიიდან ყურადღებას იქცევს.

როგორც ესპანური გამოცემა Sport იუწყება, 27 წლის მცველი ტურინის "იუვენტუსის" რადარზე გამოჩნდა. კიელინის დაშავების გამო, "ბებერმა ქალბატონმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზი აუცილებლად უნდა გააძლიეროს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამუელის გადაბირება კარლო ანჩელოტისაც სურს. სპეციალისტი თვლის, რომ ფრანგი ძველი ფორმის აღდგენას შეძლებს და "ევერტონს" გაძლიერებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ სამუელი ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია, თუმცა პირველ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. 

ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა ბოლოს 27 ივნისს, "სელტას" წინააღმდეგ ითამაშა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები