ჟოან ლაპორტა სლოგანის - 'You Will Never Walk Alone' გამოყენებას გეგმავს

02 დეკემბერი 2020

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, დღეს, საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა. ღონისძიებაზე მან სამომავლო გეგმებსა და კლუბში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

ლაპორტა გეგმავს, რომ კლუბის ახალგაზრული აკადემიისათვის ახალი სლოგანი შეარჩიოს. როგორც ჩანს, მან ინსპირაცია "ლივერპულისაგან" აიღო.

"ლა მასიას" სისტემა სავსებით ფეხბურთელებზე იქნება მორგებული, რაც ერთი სლოგანის ქვეშ გაერთიანდება: 'You Will Never Walk Alone".

შეგახსენებთ, რომ  "ლივერპულის" გულშემატკივრებმა ზემოხსენებული ტექსტი ტრიბუნებზე პირველად 1963 წელს ახსენეს. მალე, სიმღერა "წითლების" ჰიმნად იქცა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები