კრიშტიანუ რონალდუ "ოქროს ტერფის" მფლობელია

02 დეკემბერი 2020

"იუვენტუსის" პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ2020 წლის "ოქროს ტერფის" მფლობელი გახდა.

საინტერესოა, რომ ზემოხსენებული პრესტიჟული ინდივდუალური ჯილდო რონალდუმ კარერაში პირველად მოიგო. ასევე, "რეალის" ყოფილი მოთამაშის უშუალო კონკურენტს, ლიონელ მესის "ოქროს ტერფი" არასდროს მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ჯილდოს 2003 წლიდან, 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს, კარიერაში მხოლოდ ერთხელ აძლევენ. გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად ირჩევა.

"ოქროს ტერფი" აქამდე მოუგიათ:

2003 - რობერტო ბაჯო

2004 - პაველ ნედვედი

2005 - ანდრეი შევჩენკო

2006 - რონალდო ნაზარიო

2007 - ალესანდრო დელ პიერო

2008 - რობერტო კარლოსი

2009 - რონალდინიო

2010 - ტოტი

2011 - რაიან გიგზი

2012 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

2013 - დროგბა

2014 - ანდრეს ინიესტა

2015 - სამუელ ეტო'ო

2016 - ჯანლუიჯი ბუფონი

2017 - იკერ კასილიასი

2018 - დინსონ კავანი

2019 - ლუკა მოდრიჩი

2020 - კრიშტიანუ რონალდუ

მსგავსი სიახლეები

კომენტარები