ლუკაკუ - ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდია

02 დეკემბერი 2020

მილანის ''ინტერის'' ბელგიელმა ფორვარდმა - რომელუ ლუკაკუმ ''გლადბახთან'' მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

''როგორც გითხარით, მე უბრალოდ, 25-დან ერთი მოთამაშე ვარ. გუნდში ჩემზე ბევრად გამოცდილი ფეხბურთელები არიან. მსურს, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო და ვარჯიშებისა და მატჩების დროს მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდია.  ამ წელიწადნახევარში ბევრი ვისწავლე. მადლობას ვუხდი მწვრთნელსა და ჩემს თანაგუნდელებს. ჩვენ 3:1-ზე თამაში უნდა მოგვეკლა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. გაგვიმართლა, რომ VAR-მა მეტოქის მესამე გოლი გააუქმა'' - განაცხადა ლუკაკუმ.

რომელუ ლუკაკუმ ''გლადბახთან'' მატჩში ჰეთთრიკი გაიფორმა. ''ნერაძურიმ'' მეტოქე 3:2 დაამარცხა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები