ლებრონი - გასოლს სახლში აქვს წლის საუკეთესო დამცველის ჯილდო, რომელიც მე მეკუთვნოდა

01 დეკემბერი 2020

''ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა ახალი თანაგუნდელის, მარკ გასოლის შესახებ იხუმრა.

''მიხარია, რომ ჩვენ დავიმატეთ მარკ გასოლი. ის დიდი ჩემპიონია და მე ყოველთვის მომწონდა მარკი. მას სახლში 2013 წელს მოპოვებული წლის საუკეთესო დამცველის ჯილდო უდევს, რომელიც მე მეკუთვნოდა. მიყვარხარ მარკ და ერთი სული მაქვს, ამაზე როდის ვილაპარაკებთ.'' - თქვა ჯეიმსმა Road Trippin-ის პოდკასტში.

მარკ გასოლი ''ლეიკერსს'' რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა. მისი უფროსი ძმა, პაუ გასოლი ''ლეიკერსში'' 2008-2014 წლებში ასპარეზობდა. მან 2010 წელს NBA-ს ჩემპიონობა კობი ბრაიანტთან ერთად იზეიმა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები