მაიკ ჯეიმსი - ევროლიგის ნოემბრის თვის MVP

01 დეკემბერი 2020

ევროლიგის თვის საუკეთესო კალათბურთელად მოსკოვის ''ცსკას'' უკანახაზელი - მაიკ ჯეიმსი დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ევროლიგის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

მოსკოვურმა გუნდმა გასული თვე ევროლიგის მე-10 ადგილზე დაიწყო, მათი შედეგი 3 მოგება და 3 მარცხი იყო. თვის ბოლოს კი მათ ევროლიგაში უკვე რვა მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

მაიკ ჯეიმსმა მონაწილეობა 4 შეხვედრაში მიიღო და გუნდს საშუალოდ 22.5 ქულით, 3.3 გადაცემითა და ეფექტურიობის 20.8 ქულიანი კოეფიციენტით დაეხმარა. ამერიკელი ამ დროისათვის ევროლიგის საუკეთესო მექულეა. მიმდინარე სეზონში ჯეიმსი საშუალოდ 19.5 ქულას აგროვებს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები