საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლაშა გუჯეჯიანი დაინიშნა

01 დეკემბერი 2020

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლაშა გუჯეჯიანი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ:
 

''პირველ რიგში გვინდა გამცნოთ, რომ დღეიდან 2020 წლის 1 დეკემბრიდან ეროვნულ ნაკრებ გუნდს სათავეში ჩაუდგება ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც აქამდე იკავებდა ახალგაზრდული და პროექტ ,,გამოწვევა 2020"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტს. აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ნოდარ მეტრეველს, რომელმაც ფედერაციისთვის ერთერთ ყველაზე რთულ პერიოდში, შეთანხმების საფუძველზე ჩაიბარა რა ეროვნული ნაკრები გუნდი, შეასრულა მნიშვნელოვანი და გარდამავალი როლი მდგომარეობის ჩვეულ კალაპოტში ჩასაყენებლად. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ასევე მოგახსენებთ, რომ მომზადებულია გარკვეული ცვლილებათა პაკეტი სისტემური მართვის კუთხით, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავაცნობთ საზოგადოებას.'' - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები