ლუჩესკუ - პირლოს დრო სჭირდება

01 დეკემბერი 2020

კიევის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა - მირჩა ლუჩესკუმ ყოფილ შეგირდზე, ''იუვენტუსის'' თავკაც ანდრეა პირლოზე ისაუბრა.
 

''ისეთ გუნდებს, როგორიც ''იუვენტუსია'', ორი ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. მე ვაფრთხილებდი ჩემს ბიჭებს, რომ მათთან უმძიმესი ბრძოლები გველოდა. ''იუვესნაირი'' კლუბები გამარჯვებისთვის იქმნება, უფრო ზუსტად კი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის. პირლო ახალგაზრდა მწვრთნელია. მას დრო სჭირდება. იტალიაში ბევრს ლაპარაკობენ და მწვრთნელი ყოველთვის განტევების ვაცია. ჩემი აზრით, პირლოს დიდი მომავალი აქვს'' - განაცხადა ლუჩესკუმ.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები