საქართველომ შვეიცარია დაამარცხა

30 ნოემბერი 2020

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ მატჩში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 91:84  დაამარცხა.

შეხვედრა მაღალი შედეგიანობით გამოირჩა. შეტევაში საქართველოც და შვეიცარიაც კარგად ასპარეზობდნენ. ილიას ზუროსის გუნდმა ტაიმი შვიდქულიანი უპირატესობით, 46-39 მოიგო. მესამე მეოთხედში ქართველებმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეოთხე მეოთხედის სტარტზე უკვე 11 ქულით ლიდერობდნენ. ჯანლუკა ბარილარის ნაკრებმა მეოთხე მეოთხედში თამაშში დაბრუნება მოახერხა, თუმცა, შეხვედრის ბოლო სამ წუთში საქართველომ შვეიცარიის ნაკრები მაინც გატეხა და ანგარიშით 91:84 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველთა ნატურალიზირებული კალათბურთელი, თად მაკფადენი იყო. მან 24 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, კარგი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიასაც. ნაკრების კაპიტანმა 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 

შვეიცარიის ნაკრების საუკეთესო მექულე მარკო მლადიანი გახდა, რომელმაც  19 ქულა მოაგროვა. მარკო მლადიანმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა.

ილიას ზუროსის გუნდს 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი აქვს. საქართველოს ნაკრები ოთხი მოგებით E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები