საქართველომ ფინეთი დაამარცხა

28 ნოემბერი 2020

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩი სტუმრად, ფინეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 91:85  დაამარცხა.

შეხვედრა სანახაობრივი და უხვქულიანი გამოდგა. ილიას ზუროსის გუნდმა პირველ მეოთხედში 44 ქულის მოგროვება მოახერხა, საკუთარ კალათში კი 40 გაუშვა.  ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის საუკეთესო მესამე მეოთხედი იყო. ფინელებმა პერიოდი 25-21 მოიგეს და პერიოდის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო. საქართველოს ნაკრებმა მობილიზება მოახერხა და დაძაბულ ბრძოლაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. 

მატჩში საუკეთესო იყო ქართველთა ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე კი 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

ფინელთაგან გამორჩეული იყო საშუ სალინი, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა იყო.

სამი მატჩის შემდეგ, ილიას ზუროსის ნაკრები E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე შვეიცარია იქნება. შეხვედრა 30 ნოემბერს შედგება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები