კარი - ახალი სეზონისთვის მზად ვარ

28 ნოემბერი 2020

''გოლდენ სტეიტ უორიორსის'' ფლეიმეიქერმა განაცხადა, რომ ახალი სეზონის დასაწყებად მზადაა.

''ახალი სეზონისთვის მზად ვარ. მზად ვარ მოქმედებისთვის. მე კარგ ხასიათზე ვარ. ამ დროის განმავლობაში კარგად დავისვენე. გუნდს კარგი შესაძლებლობა აქვს, დაბრუნდეს და აჩვენოს ძალა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პარკერზე დაბრუნება და გამარჯვებისათვის ბრძოლა ისევ შეგვიძლია. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას'' - განაცხადა კარიმ.

სტეფ კარი NBA-ს სამგზის ჩემპიონია. მან საჩემპიონო ბეჭდების მოპოვება 2015, 2017 და 2018 წლებში მოახრერხა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები