მადრიდის ''რეალის'' არგენტინელმა ფორვარდმა, გაბრიელ დეკმა, შესაძლოა, გუნდი მომავალ კვირაში დატოვოს. როგორც Marca იტყობინება, მისით NBA-ს რამდენიმე კლუბი ინტერესდება. ''რეალთან'' კონტრაქტს დეკი კლუბთან შეთანხმების შემთხვევაში გაწყვეტს.
სულ ცოტა ხნის წინ, გაბი დეკის თანამემამულე და ყოფილი თანაკლუბელი, ფაკუნდო კამპაცო ''დენვერ ნაგეთსში'' გადავიდა. მადრიდელებს ჯერ მისი შემცვლელი არ მოუძებნიათ.
არგენტინელი მძიმე ფორვარდი ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ აგროვებს: 5.7 ქულას, 3.1 მოხსნასა და 0.6 შედეგიან გადაცემას.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი