სტეფ კარი - ფინალების დროს ისე არ ვნერვიულობდი, როგორც გოლფის ტურნირზე

27 ნოემბერი 2020

''გოლდენ სტეიტის'' ლიდერმა, სტეფ კარიმ განაცხადა, რომ ის გოლფის ტურნირებში მონაწილეობის დროს უფრო ნერვიულობდა, ვიდრე NBA-ს სუპერფინალში.

''მე ვთამაშობდი NBA-ს ფინალურ სერიაში. ასევე, მსოფლიო ჩემპოონატზე, აშშ-ის მაისურით. მონაწილეობა მიმიღია მრავლა მნიშვნელოვან შეხვედრაში და იმაზე მეტად არ მინერვიულია, როგორც გოლფის ტურნირის პირველ ეტაპზე, გოლფის ჯოხით ხელში. მაშინ პროფესიონალ მოთამაშეებს ვეჯიბრებოდი. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი დრო უნდა დახარჯო, გოლფის პროფესიონალი მოთამაშე რომ გახდე, არ ვიცი, მომინდება თუ არა პროფესიონალურ გოლფში ჩაბმა, თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს.'' - განუცხადა სტეფმა Bleacher Report-ს.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები