პარკერი - კავაიზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია

25 ნოემბერი 2020

NBA-ს ოთხგზის ჩემპიონმა, ტონი პარკერმა, ყოფილი თანაგუნდელის - კავაი ლეონარდის შესახებ ისაუბრა.

''ყველა ადამიანი განსხვავებულია. კავაიზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ჩვენ ''სან ანტონიოში'' საოცარი წლები გავატარეთ. ჩვენმა გუნდმა საოცარი კალათბურთი აჩვენა და 2014 წელს ჩემპიონიც გახდა. გამიმართლა, რომ მასთან ერთ გუნდში ვითამაშე. კავაი რეალურად ერთ-ერთი საუკეთესო იყო ''სან ანტონიოში''. შემდეგ მან სცადა ძალები სხვა გუნდში, რაც ნებისმიერი ადამიანის უფლებაა.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა და არასდროს ვჩხუბობდით. იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ჟურნალისტებმა მის ტრავმაზე მკითხეს, მე სიმართლე ვთქვი. იმ დროისთვის მე უფრო მძიმე დაზიანება მქონდა,ვიდრე კავაის'' - განაცხადა პარკერმა.

ტონი პარკერი და კავაი ლეონარდი ''სან ანტონიოში'' თანაგუნდელები 7 წლის განმავლობაში (2011-18) იყვნენ. მათ 2014 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ფინალური სერიის MVP კავაი ლეონარდი გახდა.

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები