ბერარდის აგენტი - შესაძლოა, ის სასუოლოში მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს

21 ნოემბერი 2020

''სასუოლოს'' იტალიელი ფორვარდის, დომენიკო ბერარდის აგენტმა განაცხადა, რომ  მისი კლიენტი გუნდის დატოვებას არ განიხილავს.

'' შესაძლოა, დომენიკო ''სასუოლოში'' მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს. ეს მისი კარიერის საუკეთესო პერიოდია. მან უნდა გააგრძელოს ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება და პროგრესი. ბერარდის ეამაყება ''სასუოლოში'' ასპარეზობა. გუნდი სერია ა-ს მეორეადგილოსანია. ისინი საოცარ ფეხბურთს თამაშობენ და შეუძლიათ დიდი წარმატებისკენ სწრაფვა.არ ვიცი, ის დარჩება თუ არა გუნდში მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ დომენიკოს აქედან წასვლის მიზეზები არ აქვს'' - განაცხადა აგენტმა რობერტო დე ძერბიმ.
 

დომენიკო ბერარდი ''სასუოლოში'' 2012 წლიდან ასპარეზობს. მან გუნდის შემადგენლობაში 267 შეხვედრა ჩაატარა და 91 გოლი გაიტანა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები