რაიოლა: ზლატანი მილანის 90 პროცენტია

21 ნოემბერი 2020

სპორტულმა აგენტმა, მინო რაიოლამ თავისი კლიენტის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

''ზლატანი მილანის 90 პროცენტია. ის ძალიან კარგ ფორმაშია. ზოგჯერ ის პრესების კეთებას განაგრძობს მაშინაც კი, როცა ფეხებზე ვაზივარ. და თქვენ იცით, რომ მე მსუბუქი არ ვარ. მას შეუძლია, რომ ფეხბურთი 50 წლამდე ითამაშოს.იბრა ამ მომენტისთვის ტოპ დონეზეა და ის ნამდვილად გუნდის 90 პროცენტს უდრის. მას შეუძლია, იყოს ადამიანების ინსპირაციის წყარო. სად იყო ''პსჟ'' ზლატანამდე? სად იყო ''მილანი''? და მას შემდეგ? ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ის ახალ თაობას გადასცემს თავის უდიდეს გამოცდილებას'' - განაცხადა რაიოლამ.
 

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები