ოთხი ბრინჯაოს შანსი

21 ნოემბერი 2020

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მესამე დღეს, საქართველოს ნაკრებს 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

საქართველოს ნაკრების ოთხივე წარმომადგენელმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. -90 კგ. წონით კატეგორიაში ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა იასპარეზა. ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონთან, ნემანია მაიდოვთან დამარცხდა. მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.

100 კილოგრამში ბრინჯაოს შეუტევს ვარლამ ლიპარტელიანი. მან ნახევარფინალური ბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ პიტერ პალჩიკთან დათმო. მედლისათვის ორთაბრძოლაში ლიპარტელიანი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ჟორჟ ფონსეკას დაუპირისპირდება.

+100 კილოგრამში ჩვენმა ორივე სპორტსმენმა მოახერხა ფინალურ ბლოკში გასვლა. ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლისათვის ავსტრიელ შტეფან ჰეგის დაუპირისპირდება. ხოლო მეორე ბრინჯაოსათვის ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები: გურამ თუშიშვილი და ლუკაშ კრპალეკი იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები