ისკო რეალს ზამთარში დატოვებს

21 ნოემბერი 2020

ისკო ალარკონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალს" დატოვებს.

Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის მამა  და აგენტი აღნიშნულ თემაზე კლუბის წარმომადგენლებს უკვე გაესაუბრნენ. "ლოს ბლანკოსი" ესპანელის სიტუაციას იგებს და სურვილის მიხედვით მოქმედების საშუალებას აძლევს.

28 წლის ნახევარმცველი წასვლის თემაზე თვეებია ფიქრობს. ის გუნდის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანსაც გაესაუბრა, რომელმაც მოთამაშის დარჩენაში დარწმუნება არ სცადა.

ისკომ იცის, რომ მეტი სათამაშო დროის მისაღებად ამჟამინდელი სცენარის შეცვლა აუილებელია. 

ალარკონმა მიმდინარე სეზონში, "რეალის" მიერ ლა ლიგაზე ნათაშები 630 წუთიდან, მოედანზე მხოლოდ 260 წუთი გაატარა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები