ჰოლანდი 2020 წლის "ოქროს ბიჭუნას" მფლობელია

21 ნოემბერი 2020

2003 წლიდან მოყოლებული, იტალიური გამოცემა Tuttosport ხმის მიცემის პროცესის შედეგად, 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელებს ავლენს.

ამჯერად, 2020 წელს საუკეთესო ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელსაც "ოქროს ბიჭუნას" პრიზი გადაეცემა.

მეორე ადგილზე კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, ანსუ ფატია, რომელმაც 239 ქულა დააგროვა.

მესამე ადგილი "ბაიერნის" კანადელმა ფლანგელმა, ალფონსო დევისმა დაიკავა, ათეულის დარჩენილი პოზიციები კი შემდეგმა ფეხბურთელებმა დააკომპლექტეს: ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), ედუარდუ კამავინგა (რენი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), ფილ ფოდენი (მან. სიტი), დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი), ბუკაიო საკა (არსენალი) და ვინისიუს ჟუნიორი (რეალი). 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები