სამი მედალი ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს

21 ნოემბერი 2020

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა

ტატამზე სამი ქართველი წარსდგა და მედლის მოპოვება სამივემ შეძლო. 73 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა ლაშა შავდათუაშვილი. ყველასთვის მოულოდნელად მან ფინალში მოლდოველ მეტოქესთან წააგო, არადა მანამდე ყველაზე უხერხულ მეტოქეს, აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს აჯობა.

81 კგ. წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა, ტატომ ნახევარფინალშიც იმარჯვა, ხოლო ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს 45 წამში მოუმთავრა საქმე და 1 კვირის წინ მოპოვებული 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ოქროს, დიდებში მოპოვებული უმაღლესი სინჯის მედალიც შესძინა.

რეპეშარჟსა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა ლუკა მაისურაძემაც, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღეს საქმეში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი, 100-ში ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ჩაერთვებიან.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები