დახეული ბუცებით მოპოვებული მერვედფინალის საგზური - ლანჩხუთელების პრობლემები

20 ნოემბერი 2020

“ოლიმპია კლუჟი ს" დამარცხების შემდეგ, საქართველოს ქალთა გუნდი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს.

ამ წარმატების მიღმა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები იმალება - გუნდს არანაირი ხელშეწყობა არ ჰქქონდა, რასაც ისიც ადასტურებდა, რომ ჩემპიონები მე-4 თვეა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისაგან ხელფასებს ელოდებიან.

გოგონები ტელეკომპანია პირველს სწორედ ხსენებულ პრობლემებზე ესაუბრებიან.

"ერთ ოთახში 5-6 ადამიანი ვცხოვრობთ. ზამთარში ძალიან გვიჭირს - საშხაპიდან ოთახამდე საკმაოდ დიდი გზაა, როდესაც ნაბანავები ამ მანძილს გავდივართ, ვცივდებით. სარეცხს გაზთან ვაშრობთ, რომ შემდეგი ვარჯიშისთვის მოვემზადოთ", - ამბობს ერთადერთი გოლის ავტორი.

"შეიძლება რაღაცის გაკეთება, თუნდაც ელემენტარული სპორტულები რომ მოეცათ. 4 თვის ხელფასი მოსაცემი აქვთ და კლუბის წარმომადგენლებმა აიღეს სესხი, რომ ამხელა გზაზე მოვდიოდით და რამე გვეყიდა".

"2 ფეხბურთელს ბუცი არ ჰქონდა, ერთმა იყიდა, მაგრამ მეორეს არ ჰქონდა და დახეული ფეხსაცმლით თამაშობდა", - აცხადებენ "ლანჩხუთის" ფეხბურთელები.

საბედიეროდ, მოპოვებული წარმატების შემდეგ, უცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation-იის მხარდაჭერით, ფეხბურთელებმა  საბონუსე ფონდის სახით  25,000 ლარი მიიღეს, ხოლო კლუბის შემდგომი განვითარებისთვის 20,000 ლარი გამოიყო. 

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები