ფაბრეგასი - პეპმა იმედები გამიცრუა, მოურინიო ჩემი მეგობარია

19 ნოემბერი 2020

ამჟამად "მონაკოს" საკუთრებაში მყოფი სესკ ფაბრეგასი Radio Catalunya-სთან ინტერვიუში მისი კარიერის 2 გამორჩეულ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოზე საუბრობს.

"მაქვს თუ არა პეპ გვარდიოლასთან კონტაქტი? საერთოდ არა... გარკვეული ამბები მოხდა, თუმცა ამაზე საუბარი არ მსურს. არ ვიცი, იმედგაცრუება ორმხრივია, თუ არა. პეპი ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყო, ყველაფერი, რაც ვიცი, მისგან ვისწავლე".

ფაბრეგასმა კონტაქტი "ტოტენჰემის" მენეჯერთან, მოურინიოსთან შეინარჩუნა. სესკი სპეციალისტთან 19 თვის განმავლობაში მუშაობდა.

"მოურინიო საკუთარი პროექტის შესახებ მესაუბრა და მირჩია, რომ სადაც თავს ყველაზე კარგად გამოვავლენდი, იქ წავსულიყავი. ჟოზეს დღემდე ვწერ და მას მეგობრად მივიჩნევ.

კარიერის ყველაზე რთულ მომენტებში სპეციალისტის მხარდაჭერას ვგრძნობდი. ალბათ, მასთან კარიერის საუკეთესო წლები გავატარე".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები