ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

19 ნოემბერი 2020

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ.) პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს. ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო. მან რუსი მიხაილ პულიაევის, რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუსა და ფრანგი კილიან ლე ბლუშის დამარცხება მოახერხა, რის შემდეგაც ნახევარფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე ებრაელი ტალ ფლიკერი გახლდათ.

მძიმე ბრძოლაში ქართველ ძიუდოისტს ებრაელთა ფავორიტმა ვაზარით სძლია და ფინალში გავიდა. ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე მესამე ადგილისათვის, მოლდივოს წარმომადგენელი - დენის ვიერუ იქნება.

-66 კგ.-ის ფინალში ერთმანეთს ტალ ფლიკერი და ორხან საფაროვი დაუპირისპირდებიან.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები