გაგამარუმ კარიერა დაასრულა

17 ნოემბერი 2020

ქართველმა სუმოტორმა - გაგამარუ მასარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ სუმოს ასოციაციის ოფიციალური ტვიტერ გვერდი იუწყება. 


გაგამარუ მასარუ (მრგვალი გაგა)  პროფესიონალურ სუმოში 2005 წელს ჩაება. მან მაკუუჩის დივიზიონში 2009 წელს აინაცვლა. უმაღლესი რანგი, რომლის მიღწევაც მოახერხა, კომუსუბი გახლავთ. ამ რანგით მან 2012 წლის ჰარუ ბაშოზე იასპარეზა.

გაგამარუს ანგარიშზე ორი სპეციალური პრიზი და ერთი კინბოშია (ოქროს ვარსკვლავი).

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები