ციციპასი - ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო

16 ნოემბერი 2020

შემაჯამებელი ATP ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა - სტეფანოს ციციპასმა დომინიკ ტიმთან მარცხის შემდეგ ისაუბრა.

''ჩემს თამაშში რაღაც საკმარისი არ არის. ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო და ვიშრომო უკეთესი შედეგისთვის. ატფმოსფერო, ცხადია, ართულებს ამ ამოცანას. რადგანაც ცარიელი ტრიბუნები უარყოფითად მოქმედებს. მე ყოველთვის ენერგიას მმატებდა სავსე ტრიბუნები. ძალიან ბევრი გამარჯვება სწორედ გულშემატკივრების ხარჯზე მოვიპოვე,''  - განაცხადა ბერძენმა ჩოგბურთელმა.

სტეფანოს ციციპასი დომინიკ ტიმთან სამ სეტში, 6:7, 6:4, 3:6 დამარცხდა.
 
 

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები