ქართველმა რიკიშიმ - ექსოძეკი ტოჩინოშინმა, კიუშუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ლევან გორგაძე იაპონელ მეისეის დაუპირისპირდა და ჰატაკიკომით დაამარცხა.
ქართველი რიკიშის მომდევნო მეტოქე 30 წლის იაპონელი რიკიში - რიუდენი იქნება. ტოჩინოშინის ანგარიშზე რვა დღის შემდეგ დადებითი ბალანსია: 5 გამარჯვება და 3 მარცხი.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი