საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 19-21 ნოემბერს პრაღაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ტურნირზე 11 ქართველი ძიუდოისტია რეგისტრირებული, რომელთა შორის ახალგაზრდებში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი - ლაშა ბექაური (-90 კგ.) იყო. ბოლო მონაცემებით ის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა - ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.) შეცვალა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
-60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. - ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ. - ლაშა ბექაური
-100 კგ. - ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი
-52 კგ. - ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
-57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი