დღეს, 5 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 ქართველი იასპარეზებს.
-73 კგ. წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას გიორგი ჩიხელიძე ეცდება. მისი პირველი მეტოქე ჩეხი დანიელ პოჩოპი იქნება.
-81 კგ. წონით კატეგორიაში კი საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს: ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი შერაზადიშვილი. ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ვლადიმერ ახალკაცის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი იქნება. რაც შეეხება გიორგი შერაზადიშვილს, მას პირველი ბრძოლის გამართვა უნგრელ ბენედექ ტოთთან მოუწევს.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი