ნადალი - მარცხის არ მეშინია

02 ნოემბერი 2020

თმსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა, რაფა ნადალმა განაცხადა, რომ მარცხზე ყოველთვის ფიქრობს, მაგრამ არასდროს ეშინია მისი.

''მე არ მეშინია მარცხის. თუმცა ყოველთვის ვფიქრობ მასზე და ეს ძალას მმატებს. ყველა მოწინააღმდეგის პირისპირ, მე მოტივირებული ვარ რომ შეხვედრა მოგებით დავასრულო. ამბობენ, რომ ძაღლების და სიბნელის მეშინია, მაგრამ ეს სისულელეა. მე არ მეშინია კორონავირუსის, რადგანაც ახალგაზრდა ვარ, თუმცა თუ დავინფიცირდები, იმის შანსი დიდია, რომ რისკჯგუფში მყოფი ადამიანებიც დავაინფიცირო. პანდემიას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.'' - განაცხადა ესპანელმა
 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები