ცნობილია - რა უთხრა ასისტენტმა მთავარ მსაჯს საკამათო მომენტში

26 ოქტომბერი 2020

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიის "ბარსელონამ" "ელ კლასიკოს" მსაჯის წინააღმეგ აუდიმტკიცებულება მოიპოვა.

საქმე ისაა, რომ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, მარტინეს მუნუერამ სერხიო რამოსისა და კლემან ლანგლეს მონაწილეობით დაფიქსირებულ საკამათო მომენტში პენალტი "ლოს ბლანკოსის" სასარგებლოდ დანიშნა.

აღნიშნულ ფაქტს როგორც გულშემატკივრების, ისე ექსპერტების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ახლა კი, Cuatro ასისტენტსა და მარტინესს შორის გამართულ საუბარს ასაჯაროებს:

"რამოსის ბრალია, რამოსის ბრალია... სერხიომ მაისურზე პირველმა მოქაჩა.. პენალტი არ არის".

მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, მთავარმა არბიტრმა მაინც თერთმეტმეტრიანის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები