გასპერინი - აიაქსთან რთული შეხვედრა გველის

26 ოქტომბერი 2020

ბერგამოს ''ატალანტას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, ამსტერდამის ''აიაქსთან'' გასმართ მატჩზე ისაუბრა.

''ხვალ რადიკალურად განსხვავებული მატჩი გველის. ''სამპდორიასთან'' შედარებით, ახლა გახსნილი თამაში იქნება და ჩვენ მოგვეცემა კონტრშეტევებზე დავიჭიროთ ''აიაქსი''. თუმცა, ამსტერდამელები ძალიან კარგად უტევენ და ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ტაქტიკურად, ჩვენ ორი განსხვავებული გუნდი ვართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ''აიაქსი'' ტაქტიკური ფეხბურთის ლაბორატორიაა. მე  ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა, მაგრამ პანდემია გლობალურია და ის ხშირად გვართმევს იმას, რაც გვიყვარს'' - განაცხადა ბერგამოელთა თავკაცმა.

''ატალანტა'' ''აიაქსს'' ხვალ, 27 ოქტომბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:55-ზე დაიწყება.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები