კრიშტიანუ რონალდუს საქმეზე გამოძიება დაიწყო

26 ოქტომბერი 2020

იტალიის სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს თაობაზე გამოძიებაა დაწყებული.

ვინჩენცო სპადაფორა აპროტესტებს, რომ "იუვენტუსის" ვარსკვლავმა პროტოკოლი დაარღვია და პორტუგალიაში კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ, იტალიაში გაფრინდა.

"კრიშტიანუ რონალდუმ პროტოკოლს პატივი არ სცა. ფედერაულური საგამოძიებო უწყების მხრიდან გამოძიება დაწყებულია", - აცხადებს მინისტრი.

კრიშტიანუ სპადორასაგან  ბრალდებებს აქამდეც ისმენდა, რასაც ადრე შემდეგი პასუხი გასცა:

"ერთ-ერთმა იტალიელმა ჯენთლმენმა, ვის სახელსაც არ დავასახელებ, თქვა, რომ პროტოკოლი დავარღვიე, თუმცა ეს სრული ტყუილია.

ყველანაირი წესი დავიცავი და ნებართვის გარეშე არაფერი კამიკეთებია".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები