ბარსელონა ელ კლასიკოს მსაჯს ფედერაციაში უჩივის

26 ოქტომბერი 2020

24 ოქტომბერს ლა ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდა და ანგარიშით, 3-1 დამარცხდა.

მატჩში დაფიქსირებულ ერთ-ერთ საკამათო მომენტში შეხვედრის მსაჯმა, მარტინეს მუნუერამ, სერხიო რამოსსა და კლემან ლანგლეს ინციდენტის დროს, "ლოს ბლანკოსის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.

ახლა კი, Sportbible-ს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში "ელ კლასიკოს"  არბიტრის ქმედების თაობაზე საჩივარი შეიტანეს.

როგორც Sport იუწყებოდა, მსაჯს მადრიდის "რეალთან" მჭიდრო კავშირი აქვს - მისი მამა "თეთრების"  ერთ-ერთი ფანკლუბის თანადამაარსებელია. 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები