შაკილ ო'ნილი - პირველი კონტრაქტის შემდეგ, 1 საათში მილიონი დავხარჯე

26 ოქტომბერი 2020

NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრმა, შაკილ ო'ნილმა გაიხსენა, რომ პირველი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 1 მილიონი დოლარი დახარჯა.

''მე ყოველთვის დიდ ფულს ვხარჯავდი. მახსოვს, პირველი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მაღაზიებში წავედი, სამკაულები, ტანსაცმელი და ელიტური ავტომობილი ვიყიდე. მაშინ მილიონი დოლარი დავხარჯე. რაც მთავარია, კონტრაქტის გაფორმებისთანავე ლას ვეგასში წავედი დასასვენებლად,'' - განაცხადა შაკმა.

შაკილ ო'ნილმა NBA-ში 19 სეზონი გაატარა. ამ ხნის მანძილზე მან 292 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
 

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები